23:17 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 16:26:54, 977 ნახვა

საზოგადოება
თუშეთში „მეცხვარის დღე“ გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, „მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018“ გაიმართება.

„მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018“ ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის აგვისტოში, თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრთან იმართება.

წელს ღონისძიებაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოც მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტორთა ცენტრის ეზოში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საინფორმაციო სტენდები და ინტერაქციული ბანერები განთავსდება, სადაც სტუმრებს ფოტოების გადაღება შეეძლებათ. ასევე მოეწყობა დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოგამოფენა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის ადგილობრივი და მოწვეული ოსტატების ნამუშევრები; მოეწყობა თუშურ-მწყემსური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ტრადიციული კუთხე. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ თუშური კერძები და ჩაერთონ მომზადების პროცესში. 

„მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018-ის“ ფარგლებში, სპორტული ღონისძიებებიც გაიმართება. მოეწყობა დოღი და მშვილდოსნობის კუთხე. ბავშვებისთვის ხრიდოლის ფედერაციის წევრები ტრადიციული ქართული თამაშების სივრცეს მოაწყობენ; გაიმართება ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენაც.

„მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018“ სოფო ბათილაშვილის , ზვიად ბოლქვაძისა და ჯგუფის „ნიუტონი“ კონცერტით დასრულდება.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics