|
2018-08-03 12:16:26, 800 ნახვა
კომენტარი
ირაკლი შოთაძე: გამოძიება არ არის მათემატიკა, დაჯდე და განტოლება ამოხსნა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დღეს ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენს. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა კომისიის წევრების კითხვაზე, თუ რატომ არ ან ვერ მოხდა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მიხეილ კალანდიას სახლიდან ტანსაცმის ამოღება, ზოგადი პასუხი გასცა. როგორც შოთაძემ აღნიშნა, გამომძიებელი საქმეს საკუთარი სტრატეგიით და საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით წარმართავს: „გამოძიება ზოგადად აღებული არ არის მათემატიკა რომ დაჯდე და რაღაც ამოცანა ამოხსნა, განტოლება დაწერო და ფორმულა გამოიყენო ამისთვის. გამოძიება არის რთული, კომპლექსური პროცესი. თითოეული საქმე არის ინდივიდუალური, განსხვავებული და გამომძიებელები მოქმედებენ იმ საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მათ იმ დროს გააჩნიათ. შესაბამისად ეს არ არის მარტივი პროცესი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)