|
2018-08-02 18:45:32, 1377 ნახვა
კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: მეუფე იაკობმა, მუქარას თავი დაანებოს, სჯობს თავის თავს მიხედოს
„მეუფე იაკობმა, მუქარას თავი დაანებოს, სჯობს თავის თავს მიხედოს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინ რა დღეში ჩავარდება მაგას დრო გვანახებს“, - ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, პატრიარქის ქორეპისკოპოსს მეუფე იაკობის განცხადებას. რამიშვილის განმარტებით, პატრიარქს არასდროს უთქვამს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა. „პატრიარქს არასწორ ინფორმაციას მიაწვდიდნენ. ძალიან კარგად მახსოვს პატრიარქის სიტყვები. ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, რომ მამა გიორგი არათუ ჩაიდენდა ეგეთ დანაშაულს, არც გაიფიქრებდა ამგვარ ქმედებას. მან თანხმობა განაცხადა, ჩვენ მზაობაც კი გვქონდა, რომ ეს საბუთები გაგვემზადებინა, პატრიარქს ხელი მოეწერა პირად თავდებობასთან დაკავშირებით და ძალიან კარგად მახსოვს, რომ მეორე დღეს შევიდნენ გარკვეული პირები და მე დარწმუნებული ვარ, მათ შორის იქნებოდა მეუფე იაკობი. მუქარას თავი დაანებოს, სჯობს თავის თავს მიხედოს საერთოდ რა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინ რა დღეში ჩავარდება მაგას დრო გვანახებს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე მეუფე იაკობმა, გიორგი მამალეძესთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ დეკანოზი დამნაშავეა და „ვინც მამალაძეს იცავს თვითონვე გაეხვევიან შარში“.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)