|
2018-08-01 15:42:38, 910 ნახვა
კომენტარი
„მთელი პოლიტიკური სპექტრია დაბნეული“ - მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ის ამ საკითხზე სასაუბროდ ჯერ მზად არ არის. „ყველაფერი გავაკეთეთ ამ 5 წლის განმავლობაში, რათა დაგვებნია ჩვენი ამომრჩეველი. დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ პრეზიდენტს უკვე ჩამოართვეს უშიშროების საბჭო, ჩამოართვეს მოსამართლეების დანიშვნის უფლება, საერთაშორისო აქტიურობის უფლება, მოქალაქეობის მინიჭების საკითხში ფაქტობრივად იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი იქნება, აქედან გამომდინარე მოქალაქეები დაბნეულები არიან, არა მარტო მოქალაქეები, მთელი პოლიტიკური სპექტრია დაბნეული, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა სისტემური რყევა არა მარტო პრეზიდენტის არამედ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის როგორიცაა უშიშროების საბჭო და სხვა. ჩემთვის არ არის გასაოცარი მოქალაქეების ჩამოუყალიბლებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონოდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. ჩემს პირად გადაწყვეტილებას მოგახსენებთ როდესაც ამასთან დაკავშირებით ვიქნები ჩამოყალიბებული. ძალიან რთულია ქვეყანაში სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ როდესაც საჭიროდ ჩავთვლი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა“,-განაცხადა მარგველაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)