|
2018-08-01 14:06:32, 740 ნახვა
კომენტარი
აბესაძე: NDI-ის კვლევა ადასტურებს, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში სიღარიბე მნიშვნელოვნად გაიზარდა
„მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა დღესაც არასწორი მიმართულებით ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ მმართველობის შეცვლა“, - ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე, NDI-ის კვლევის შედეგებს. ირაკლი აბესაძის განმარტებით, ქვეყანაში არის სიღარიბის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი და ეს გამოკითხვის შედეგებშიც გამოჩნდა. „NDI-ის კვლევა მორიგ ჯერზე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიღარიბე. მოსახლეობისთვის არ მოგვარდა უმუშევრობის პრობლემა. დამძიმდა კრიმინოგენული ვითარება. მოსახლეობას აწუხებს ის, რომ წლების განმავლობაში არ იზრდება პენსია და არ ჩანს ამის პერსპექტივა და რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობის დიდი ნაწილს არ აქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება" გამოასწორებს ამ ყველაფერს ვინაიდან ისინი თვლიან, რომ ქვეყანა დღესაც არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი „ქართული ოცნების“ მმართველობის შეცვლა, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატის გამარჯვება, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა გაიზარდოს პენსია. როგორ შეიძლება მეტი ინვესტორის შემოყვანა ქვეყანაში და სამუშაო ადგილების გაზრდა“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ. შეგახსენებთ, რომ NDI- ს კვლევების თანახმად, კითხვაზე – ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რესპოდენტთა 15%-მა განაცხადა, რომ არც ერთ კანდიდატს ხმას არ მისცემდა, 12%-მა "ქართული ოცნების" კანდიდატი დაასახელა, 10% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 6% - გიორგი მარგველაშვილს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)