09:51 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 17:48:31, 947 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო საქართველოში რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე გაიყვანოს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნატქვამი, ვაშინგტონი რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე გაიყვანოს. 

„მომავალ კვირას 10 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში საერთაშორისო საზღვრის გადმოლახვით შეიჭრა და შეეცადა, ეს საზღვრები ძალის გამოყენებით შეეცვალა. რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცი შევიდა ქალაქ გორსა და კონფლიქტის ზონიდან მოშორებულ სხვა ადგილებში, მაგალითად, ფოთის პორტში - შორს მთავარი საბრძოლო არეალიდან. რუსეთმა, ასევე, დაიკავა აფხაზეთის ის ბოლო მონაკვეთი, რომელსაც საქართველო აკონტროლებდა და სადაც ბრძოლა არ მიმდინარეობდა. რუსეთის თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთის არმია შეიჭრა სხვა სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ძალისმიერად შეცვლის მიზნით. რუსეთი დღემდე იკავებს საქართველოს ტერიტორიას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე. ეს ვალდებულება რუსეთმა 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics