|
2018-07-31 17:17:07, 634 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოსა და „ახალი ტალღის“ პროექტის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ
დღეს, საზოგადოებრივ კოლეჯში აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოსა და „ახალი ტალღის“ მიერ განხორციელებული პროექტების „დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით“ და ,,სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა’’ - კურსდამთავრებულთა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი ჩატარდა. ღონისძიებას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი ესწრებოდა. კოლეჯსა და დასაქმების სააგენტოს შორის 2018 წლის 19 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში განხორციელდა პროფესიული გადამზადება ქვეპროგრამების ,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით’’ და ,,სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა’’. პროექტის ფარგლებში პროფესიების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდა რეგიონში მოქმედი დამსაქმებელთა გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად. შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა/მიწოდების დისბალანსისა და უმუშევრობის შემცირება შესაძლებელია ბაზრისა და სამუშაო ძალის როგორც სტრუქტურული, ასევე ხარისხობრივი სრულყოფის გზით, რაც ბაზრის საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული სწავლებით მიიღწევა. სსიპ დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი ქვეპროგრამა ,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით’’ პროფესიული გადამზადების კომპონენტი საპილოტე პროექტია, რომლის მიზანი იყო სამუშაო გამოცდილების და ინდივიდუალური განათლების მქონე პირის კვალიფიკაციის სრულყოფა და შრომის ბაზარზე მისი მდგრადობის გაუმჯობესება სამუშაოსთან თავსებადი გადამზადების მოკლევადიანი კურსის შეთავაზებით და სერტიფიცირების გზით, ხოლო ქვეპროგრამის ,,სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა’’ - მიზანია სწავლის პარალელურად სტუდენტების დასაქმების ხელმშემწყობი ღონისძიებების გატარებით სტუდენტებში შრომითი უნარების განვითარება და დასაქმების მაჩვენებლის ზრდა. ახალგაზრდებში უმუშევრობის პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ახალგაზრდების კვალიფიკაციისა და უნარების შესაბამობითა და სამუშაო გამოცდილების მიღებით, რაც მოკლევადიანი ინტენსიური საგანმანთლებლო პროგრამით მიიღწევა.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)