|
2018-07-31 16:32:52, 560 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ეკონომიკური შედეგები ყოველ ჩვენგანზე აისახება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკური შედეგები, რაც რეგიონში მიიღწევა, აჭარის თითოეულ მკვიდრზე უნდა აისახოს. თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ საგადასახადო შეღავათები აუცილებლად იქნება მიმართული აჭარისა და ბათუმის მეტი პოპულარიზაციისკენ და ხელს შეუწყობს დასაქმებას. „ეკონომიკური განვითარების ხაზი რა თქმა უნდა გადის ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე და ეს გულისხმობს აჭარის თითოეულმა მკვიდრმათავის თავზე იგრძნოს ის ეკონომიკური შედეგები, რაც ჩვენს ქვეყანაში მიიღწევა. ამისთვის კი ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეკონომიკურიინიციატივები, როგორც ტურიზმის, ასევე ეკონომიკის მიმართულებით, ასევე მომიჯნავე სექტორებში. შესაბამისად, ჩვენ ამ კონკრეტულიინიციატივებით ძალიან მალე შევძლებთ ჩვენი საქმიანობის და ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგები თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს. საგადასახადო შეღავათები მიმართული იქნება აჭარისა და ბათუმის მეტი პოპულარიზაციისკენ. როგორც კორპორატიული, ასევეწარმომადგენლობითი ოფისებისთვის შეიქმნება კონკრეტული საგადასახადო ინიციატივები, რომელიც ჩვენს რეგიონს მოუტანს როგორც ახალწარმომადგენლობით ოფისებს, ასევე ხელს შეუწყობს დასაქმებას", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)