|
2018-07-31 13:47:51, 795 ნახვა
კომენტარი
ბესელია: მარიხუანას მოხმარების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება მომხმარებლებზე აბსოლუტურ დაშვებას არ ნიშნავს
"მარიხუანას მოხმარების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებლებზე აბსოლუტურ დაშვებას არ ნიშნავს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა. ბესელიას თქმით, უნდა განისაზღვროს ადგილები, სადაც მარიხუანას მოხმარება დაშვებული იქნება. დეპუტატის განმარტებით, აკრძალვები საჯარო სამსახურებს და იმ პროფესიის წარმომადგენლებს შეეხება, რომელზეც ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული. „ეს იქნება გამკაცრება, თუ ეს იქნება, აკრძალვის არსებული მექანიზმის დატოვება, ეს კანონმდებლის გადასაწყვეტია. ამ მხრივ სასამრთლომ დატოვა თავისუფალი სივრცე და თქმა, რომ ეს არის კანონდმებლის ნება. მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს სფეროები უნდა იყოს, დიახ, მკაცრად დაცული. იმიტომ, რომ ისეთი დაწესებულებები, რომელიც საგანმანათლებლო-სააღმზრდელოა, ბავშვებთან აქვს ურთიერთობა, არასრულწლოვნების, განსაკუთრებით შემთხვევებში, ძალოვანი უწყებები და ა.შ. ასეთი უწყებები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მკაცრად დაცული, რომ იქ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაიშვებოდეს, კულტივაციის ნაწილში სასჯელი არის შეუსაბამო, ოღონდ ეს წინა გადაწყვეტილებაა, სანქცია მაღალია, თავისუფლების აღკვეთა, მძიმე დანაშაულში გადის. გაეროს კონვენცია, რომელსაც ჩვენ შეერთებული ვართ და სავალდებულოა, რომ ქვეყანამ რეალიზაცია, ანუ მოყვანა გახადოს კონტროლის ქვეშ და პასუხისმგებლობა არსებობდეს. კონვენცია ამას პირდაპირ ამბობს, ანუ სრულად ამის დაშვება არ არის შესაძლებელი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ, რაც თქვა, რომ გარკვეული ოდენობის მიხედვით სანქცია იყოს რელევანტური, ამ მხრივ ჩვენ მოგვიწევს გადავხედოთ ჩვენს სასჯელებს, რომ შესაბამისობაში მოვიდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე არსებული სანქციები არაკონსტიტუციურად ცნო.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)