|
2018-07-28 15:38:18, 2036 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი დააპატიმრეს
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, - ამის შესახებ Tass იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტს კონსტიუციური წყობილების დამხობას ედავებიან. მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რობერთ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის პოსტს 1998-2008 წლებში იკავებდა. მას საპროტესტო აქციის დარბევის საქმეზე ასამართლებენ. მაშინ ერევნის მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და პოსტზე სახელისუფლებო კანდიდატის, სერჟ სარქსიანის არჩევას აპროტესტებდა. 2008 წლის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იყო. აქციების დარბევის დროს 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქოჩარიანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის შემდეგაც აქციები პროტესტის ტალღა შეწყდა. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ რობერტ ქოჩარიანმა, სხვა მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით, დემონსტრაციის დარბევის გადაწყვეტილება მიიღო, რაც გამოძიებამ კონსტიტუციური წყობილების დამხობად შეაფასა. თავად ქოჩარიანი ბრალდებებს უარყოფს. მისი განცხადებით, აღნიშნული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და საქმე არის "შეკერილი".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)