|
2018-07-27 16:49:27, 712 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე წყავროკა-სატეხიის საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, წყავროკა-სატეხიის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. ღონისძიებას რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები - კობა ნაკაიძე და მუხრან ვახტანგაძე და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი რომანაძე. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასფალტის საფარი 2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო. პროექტის ფარგლებში, მოწყობილია რკინა ბეტონის კიუვეტები და საყრდენი კედლები. 4 ადგილზე მოეწყო 122 გრძ.მეტრი გაბიონი, არსებულ ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ჯამში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტო-ბეტონის საფარი 9 574 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 490 998 ლარს შეადგენს. აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სულ 29,790 კმ ასფალტობეტონის საფარის და 8700 კუბური მეტრი ბეტონის მოწყობაა გათვალისწინებული. დაგეგმილია 8 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებულ ხიდის რეაბილიტაცია, ასევე 76 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა. სულ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისათვის 18 224 785 მილიონი ლარია გამოყოფილი.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)