|
2015-06-03 12:39:19, 833 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი გილაური პროგნოზირებს, რომ ლარი გამყარებას დაიწყებს
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური პროგნოზირებს, რომ ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას დაიწყებს. როგორც გილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თქმის საფუძველს საქართველოში შექმნილი კარგი მაკროეკონომიკურ-ფუნდამენტური მდგომარეობა აძლევთ. გილაურის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა წელს მინიმუმ 3 %-ით გაიზრდება. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკა წელს მინიმუმ 3 %-ით გაიზრდება და ვპროგნოზირებთ, რომ ლარი გამყარებისკენ წავა. იქიდან,გამომდინარე, რომ მაკროეკონომიკურ-ფუნდამენტური მდგომარეობა ქვეყნაში მართლაც კარგია ჩვენ მოვიზიდეთ 90 მილიონი დოლარი 10 წლიანი კაპიტალი, რათა მხარი დავუჭიროთ ამ ზრდას, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს და ეს კიდევ უფრო დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. ლარის ოპტიმისტური საფუძველი ჩვენი გადმოსახედიდან არის რამდენიმე მომენტით გამოწვეული. პირველი, რომ სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა, 18%-ით შემცირდა, ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, ვალუტის შემოდინება იზრდება, შესაბამისად მაკროეკონომიკურ-ფუნდამენტურ მონაცემებს, რომ შეხვედოთ ლარი უნდა გამყარდეს“,-განაცხადა ირაკლი გილაურმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)