15:55 - 14 Aug, 2026
|
2015-06-03 11:34:52, 848 ნახვა
სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ მაღალმთიან სოფელ ხახაბოს ერთადერთ მოსახლეს სურსათი ჩაუტანა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დუშეთის რაიონის მაღალმთიან სოფელ ხახაბოში მცხოვრებ ერთადერთ მოსახლეს, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბადრი მინდიკაურს საკვები პროდუქტები ჩაუტანეს. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მთავარი სამმართველოს ვერტმფრენის დახმარებით, დასახლებულ პუნქტს მოწყვეტილი მოქალაქის სურსათით უზრუნველყოფა მოხდა. გაზაფხულზე სტიქიამ ბადრი მინდიკაურის საცხოვრებელი რაიონულ ცენტრს სრულად მოწყვიტა, მოსავალი გაუნადგურა და პირუტყვი დაეღუპა. დაზიანდა შვიდკილომეტრიანი საფეხმავლო გზა, რომელიც აღნიშნულ სოფლამდე მიდიოდა. ბადრი მინდიკაური ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარე სოფელ ხახაბოში, რამდენიმე წელია მკაცრ პირობებში ცხოვრობს.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)