01:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 13:23:49, 738 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია - ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს, მათი მორიგი ფასადი იქნება

"პრობლემა იმაშია, რომ ახლა მთელი ქვეყანა უნდა დავსხდეთ და ვიმარჩიელოთ, რა იგულისხმა ბატონმა ბიძინამ“,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. 

ხოშტარიას შეფასებით, ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს, მათი "მორიგი ფასადი" იქნება.

„უნდა ვიმარჩიელოთ, რა ახალი კონსტრუქცია მოიგონა, ვინ იქნება ან ვინ არ იქნება. ეს იქნება ფორმალურად „ქართული ოცნების“ თუ ფორმალურად არა ქართული ოცნების, უპარტიოს თუ რას მოიგონებს. არსებითად ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც მათ აწყობთ, იქნება მათი კანდიდატი, რა ნომერიც არ უნდა ჰქონდეს და რა სახელიც არ უნდა ერქვას, იქნება მათი მორიგი ფასადი. ამიტომ აქ ყველაზე მთავარია ეს დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რაც პირდაპირ გამოამჟღავნა გუშინ ბატონმა ბიძინამ, ეს არის ის, რომ დიახ, ის აკონტროლებდა ქვეყნის მართვას, ეს პირდაპირ და ღიად თქვა. ის იხსნის პასუხისმგებლობას იმ ადამიანების ჩავარდნებზე, რაც მათი დანიშნული ხალხი იყო. ჩვენი ამოცანაა, რომ ვკონცენტრირდეთ, რომ ამ არჩევნებზე ოპოზიციამ იყო ძლიერი ამ არჩევნებზე, ოპოზიციური კანდიდატები იყვნენ ძლიერები და ამ საპროტესტო ამომრჩევლის მობილიზება მოვახდინოთ“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics