08:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 18:45:26, 880 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: გიორგი კვირიკაშვილს მართვა აღარ შეეძლო

გიორგი კვირიკაშვილს მართვა აღარ შეეძლო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით სახელმწიფოსა და ბიზნეს ინტერესებს შორის ბალანსს არღვევდა.

 „ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შემდგომ, სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა. ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით... მას აღარ შეეძლო მართვა. ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებას, მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც“, – განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, ის მოწოდებულია, რომ ყველა სამინისტროს დაეხმაროს.

„მამუკა ბახტაძე მოწოდებულია, ყველა სამინისტროში ჩაერიოს, სამინისტროს პრობლემები გაიგოს, დაეხმაროს, გაიაროს კონსულტაციები, რაც არ ხდებოდა სამწუხაროდ კვირიკაშვილის ხელისუფლების დროს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პარტიას ბევრი ღირსეული კანდიდატი ჰყავს.

გადაცემა „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ დღეს, „მოამბის“ მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე, 21:45 საათზე გავა ეთერში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics