19:05 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 17:28:30, 837 ნახვა

საზოგადოება
საელჩოს ინფორმაციით, საბერძნეთში დაკარგული საქართველოს ორივე მოქალაქე იპოვეს და ისინი უსაფრთხოდ არიან

საელჩოს წარმომადგენლებმა საბერძნეთში დაკარგული საქართველოს მეორე მოქალაქეც იპოვეს.

როგორც საელჩოს მიმართვაშია აღნიშნული, ორივე მათგანი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, საელჩოს მიერ მოძებნილ იქნა და ამჟამად, ჩვენი თანამემამულე უსაფრთხოდ, ახლობლებთან იმყოფება. შესაბამისად, გუშინ საღამოდან ამ მომენატამდე, საელჩოს ცხელ ხაზზე შემოსულ ყველა შეტყობინებაზე საელჩოს მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და ამ შეტყობინებებთან დაკავშირებული ყველა ინციდენტი ამოწურულია.

16:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს საელჩოში ჩვენს დაზარალებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამატებითი შეტყობინება არ შემოსულა. ამ ეტაპზე, საბერძნეთის შინაგან საქემთა სამინისტროდან ველით დაღუპულთა და ჰოსპიტალიზირებულთა შესახებ ინფორმაციას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ათენის გარეუბნებში გაჩენილი ხანძრის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები არ გარდაცვლილან ან დაშავებულან“, - ნათქვამია საელჩოს მიმართვეაში.

ცნობისთვის, საბერძნეთში დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა - ქვეყანაში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics