14:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-23 14:34:06, 1311 ნახვა

სამართალი
ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ გამოუძიებელი საქმეების შეგროვება დაიწყეს

ხორავას ქუჩაზე მოლკული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ და „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ, გამოუძიებელი საქმეების შეგროვება დაიწყეს.

 ცენტრში განცხადებების მიღება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ზვიად კუპრავას განცხადებით, ამ ერთი კვირის განმავლობაში იმ ადამიანების რეგისტრაცია განხორცილდება, ვინც სისტემის მსხვერპლია.

„ერთი კვირის განმავლობაში გვექნება რეგისტრაცია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაჩაგრა სახელმწიფომ, ვინც მსხვერპლია სისტემის. ჩვენ ამ ადამიანების მონაცემებს დეტალურად, მათ შორის, საქმის ტომებს და ა.შ. ერთი კვირის შემდეგ გადავცემთ საქართველოს ხელისუფლებას, ახალ დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ახალ დანიშნულ მთავარ პროკურორს. ამ ადამიანებთან ერთად შევეცდებით, რომ შევხვდეთ მათ და ინდივიდუალურად გავაცნოთ ყველა საქმე შეძლებისდაგვარად. ამის შემდეგ ჩვენ მივცემთ მათ კონკრეტულ გონივრულ ვადას იმისთვის, რომ ამ ადამიანების მიმართ იქნეს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული“, - განაცხადა კუპრავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics