08:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-22 21:42:47, 1262 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონმა და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონმა და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიმიტრი მედოევმა დამასკოში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა შეხვედრა, რის შემდეგაც დიმიტრი მედოევმა და ვალიდ მუალემმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.

როგორც სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ იუწყება, შეხვედრის დროს მუალემმა და მედოევმა ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. როგორც ჟურნალისტები წერენ, მათ ხელი მოაწერეს რამდენიმე ე.წ. შეთანხმებასაც.

როგორც სირიის სახელმწიფო მედია წერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სირიას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გამო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics