12:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-22 15:20:19, 1229 ნახვა

სამართალი
პოლიცია ,,ბეკო"-ს მაღაზიის გაქურდვის ბრალდებულების დასადგენად მუშაობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიცია შეშელიძის ქ.N4-ში მდებარე მაღაზია ,,ბეკო"-დან მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.
22 ივლისს, 05:35 წუთზე სამმა პირმა მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ არსებული ტექნიკის მაღაზია "ბეკოდან" მობილური ტელეფონები მოიპარა და მიიმალნენ. მიმდინარეობს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიკაციისთვის შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 177- ე მუხლის მე-2 ნაწილის  ,,ა" და ,,ბ"  ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-იდან 5 წლამდე ისჯება.
ბოლო პერიოდში „ბეკოს“ ზემოხსენებულ მაღაზიის გაქურდვის ფაქტებზე გლდანის პოლიციაში კიდევ ორ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ორივე შემთხვევაში დადგინდა დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა და მხილებული არიან არასრულწლოვნები. ჩატარდა მათი გამოკითხვები და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები მათთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ნაქურდალი ტექნიკის ნაწილი ამოღებულია და დალუქულია, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ, ისინი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics