00:13 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 19:06:57, 807 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: როდესაც საქმე ეხება ყოფილ პოლიტიკურ თანამდებობის პირს, სპეკულაციების წამოწყება ადვილია

„როდესაც საქმე ეხება ყოფილ პოლიტიკურ თანამდებობის პირს, ასეთი სპეკულაციების წამოწყება ადვილია“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი მინისტრების პროკურატურაში გამოკითხვის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზეა საუბარი.

„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ რაიმე კითხვა არსებობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ეს კითხვები დაისმება და ამ კითხვებს უნდა გაეცეს, ბუნებრივია, პასუხი. დაველოდოთ როგორ წარიმართება ეს პროცესი. ეს არის მათი საქმე, სამართალდამცავი ორგანოების საქმე. ჩვენ ამ პროცესში ვერ ჩავერევით. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი საზედამხედველო ფუნქციებიდან გამომდინარე დავაკვირდეთ ამ პროცესს და გვქონდეს შესაბამისი რეაგირება.

მე დეტალებიც კი არ ვიცი და ვერც მეცოდინება, ბუნებრივია, ამ საქმის დეტალები, როდის დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, განხილვა სამართალდამცავ ორგანოებში, ესეც კი არ ვიცი. ამიტომ, აქ კომენტარის გაკეთება, ბუნებრივია, მე გამიჭირდება. არის კონკრეტული პროცესი. დაისმება  კითხვები და ამ კითხვებს გაეცემა პასუხი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics