|
2018-07-21 11:23:50, 850 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი: სამსახურიდან გათავისუფლება ჩემი თხოვნა იყო და ამაში საოცარს ვერაფერს ვხედავ
„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მე მივმართე პრემიერს თხოვნით, გავეთავისუფლებინე დაკავებული თანანმდებობიდან, არც თხოვნა ყოფილა და არც მოთხოვნა“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საჯარო სამსახურში მუშაობა ამ ეტაპზე არ სურს. „ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე და ძალიან ბევრი სასაცილო ინტერპრეტაციაც. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მე მივმართე პრემიერს თხოვნით, გავეთავისუფლებინე დაკავებული თანანმდებობიდან, არც თხოვნა ყოფილა და არც მოთხოვნა, ჩემი თხოვნა იყო და მე ამაში ვერაფერ საოცარს ვერ ვხედავ. დახლოებით 22 წელია მე ვმუშაობ საჯარო სამსახურში და ვფიქრობ, რომ დროა ჩემი ცხოვრების ნაწილი, ჩემს მცირეწლოვან შვილებსაც დავუთმო“, - აღნიშნა მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მღებრიშვილმა გადადგომის შესახებ პრემიერს გუშინ თავად მიმართა, მამუკა ბახტაძემ კი, აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობას ამ ეტაპზე შალვა ხუციშვილი შეასრულებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)