12:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-20 10:49:37, 935 ნახვა

სამართალი
ზაზა სარალიძე დაკავებულ არასრულწლოვანზე: მას ყველა დანახული ჰყავს, პირდაპირ ეპიცენტრში იყო

„ყველა ძალიან კარგად იცის, ყველა დანახული ჰყავს, იმიტომ, რომ პირდაპირ ეპიცენტრში იყო“,  - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა,  ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის მოსწავლის, დ.ღ.-ს დაკავების ფაქტს.

ზაზა სარალიძის თქმით, დაკავებულმა მოზარდმა  სასამართლოს ცრუ ჩვენება შესაძლოა იმიტომ მისცა, რომ ის დააშინეს.

„რაც შეეხება მკვლელობას, ნებისმიერი ჭრილობა, 12-ვე მომაკვდინებელი იყო ჩემთვის, ჩემი შვილის მიმართ, რაც იყო გამოყენებული. დ.ღ-მ ცრუ ჩვენება იმიტომ მისცა, რომ შესაძლებელია ან თავისი მენტალობიდან გამომდინარე, ან ზეწოლის ქვეშ იყო, ან მოისყიდა ვინმემ, ან დააშინეს“, -აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე დ.ღ.-ზე ზეწოლის განმახორცილებელ პირებად მირზა სუბელიანსა და ბორის კაკუბავას მიიჩნევს.

„ან მირზა სუბელიანი, ან ბორის კაკუბავა, ან ვინმე დაინტერესებული პირი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics