15:41 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 20:10:57, 747 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია.

მინისტრმა გიორგი გახარიამ ყირგიზეთის პრემიერ მინისტრსა და დელეგაციის სხვა წევრებს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა. სტუმრებმა მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ცენტრის დანიშნულებასა და ფუნქციებზე მიიღეს ინფორმაცია.

ცენტრის დათვალიერების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ-მაიორს, კაშკარ ჯუნუშალიევს პირისპირ შეხვდა.

ორმხრივი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გიორგი გახარიამ კოლეგას სამინისტროს საპოლიციო საქმიანობის, განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის დელეგაცია საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრშიც იმყოფებოდა. თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრში, ყაზახური მხარე ,,ერთი სარკმლის“ პრინციპით, მოქალაქეებისთვის საჭირო საპოლიციო მომსახურების მიღების პროცედურას გაეცნო. დელეგაციის წევრები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“- საც ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics