02:27 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 18:37:03, 759 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანი ან შიმშილით დავიხოცოთ, ან სიცოცხლის ფასად ჩავიდეთ შახტაში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ამ პრობლემის გადასაწყვეტად ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

“საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანი ან შიმშილით დავიხოცოთ შახტის გარეთ, ან სიცოცხლის რისკის ფასად ჩავიდეთ შახტაში. სიცოცხლის უფლება უნდა იყოს გარანტირებული. ამასთან მიმართებაში არაერთი ექსპერტიზა იყო და გამოსავალი უნდა მოიძიებნოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. თუ არის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო გაუძღვეს ამ მიმართულებით და მისცეს გარკვეული გადაწყვეტები ამ პრობლემას, შეიძლება ერთი ვარიანტის განხილვაც. განხილვადია მეორე ვარიანტიც, რომ ისევ ბიზნესი, სახელმწიფო და მეშახტეები ალაგებენ ამ პრობლემას, მაგრამ ამოსავალი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მეშახტეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ალტერნატივა - ან მოკვდი შიმშილით შახტის გარეთ ან შიგნით, სიცოცხლის რისკის ფასად შედი შახტაში, არის კატასტროფული, ტრაგედია", - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics