|
2018-07-17 15:33:29, 505 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ნიუ-იორკში პოლიტიკურ ფორუმს ესწრება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათაო ოფისში მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმს ესწრება. ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით ქვეყნების მიერ მიღწეულ შედეგებზე მსჯელობენ. სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალს, რომლის მთავარ თემას „ტრანსფორმაცია მდგრადი და მოქნილი საზოგადოებისთვის“ წარმოადგენს, 120 ქვეყნის 80-მდე მინისტრი ესწრება. მინისტრების მონაწილეობით თემატური პანელები იმართება, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მოხსენებით წარსდგება. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მსგავსი დონის პლატფორმა ქვეყნებს საშუალებას აძლევს, მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერონ საკუთარ ქვეყნებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და ერთობლივად დასახონ პროგრესის მიღწევის გზები. ფორუმზე მინისტრებმა გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან აქცენტი 6 მიზანზე გააკეთეს, რომელიც წყლის რესურსების, ენერგიის, ქალაქების, ეკოსისტემების, ტყის, ბიომრავალფეროვნების დანაკარგების შემცირებას და მდგრად მართვას, ასევე გაუდაბნოების და ნიადაგის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს უკავშირდება. ფორუმის ფარგლებში, 47 ქვეყანა წარმოადგენს ანგარიშს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციაზე; მონაწილეები ერთობლივად იმსჯელებენ 2030 წლისთვის მისაღწევ კონკრეტულ მიზნებზე. ფორუმის დასასრულს მინისტრების მიერ შემუშავებული იქნება ერთობლივი დეკლარაცია.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)