|
2018-07-16 16:54:14, 919 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: დაწყებულია პირდაპირი დევნა კვირიკაშვილზე და მის კადრებზე
„დაწყებულია პირდაპირი დევნა კვირიკაშვილზე და მის კადრებზე“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას. გოცირიძის განმარტებით, პარლამენტის თავჯდომარე ცდილობს ყველა შეცდომა, რომელიც მმართველმა გუნდმა დაუშვა, ყოფილ პრემიერს გადააბრალოს. „დაწყებულია პირდაპირი დევნა კვირიკაშვილზე პირადად და მის კადრებზე და ეს იმიტომ, რომ მან გაბედა სულ მცირედი ურჩობა ბიძინა ივანიშვილისადმი. დღეს უკვე აბსურდიც კი დააბრალეს, თურმე საქართველოში, რაც კი რამე აფეთქებები მოხდა აი, ამ მაღაროში და სხვაგან, ეს ყოფილა კვირიკაშვილის ბრალი. არ ამბობენ, რომ ის მთავრობა, რომელსაც დააბრალეს დღევანდელი უბედური შემთხვევა, ფაქტობრივად, მთელი შემადგენლობით არის აქ. გარდა კვირიკაშვილისა და ჯანელიძისა, რომელსაც საგარეო სფერო აქვს. ინფრასტრუქტურას არავითარი კავშირი იმასთან არ აქვს და ქუმსიშვილი, რომელიც ეკონომიკაში იყო. გამოდის, რომ ესენი ყოფილან დამნაშავეები, ვინც დარჩნენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, პარლამენტის თავჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, თუმცა მისი მტკიცებით, მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობამ სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)