14:38 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 12:05:34, 810 ნახვა

საზოგადოება
myvideo.ge-მ საზოგადოებრივი მაუწყებელი გათიშა

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, myvideo.ge-ზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხები გაითიშა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ გათიშვის გადაწყვეტილება „კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ N374/18 გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღეს.

„მაუწყებლობა აღდგება მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი შეასრულებს ამავე გადაწყვეტილებით და მაუწყებლობის შესახებ კანონით დაკისრებულ ვალდებულებას - მოგვაწოდოს სიგნალი, არადისკრიმინაციული სხვა ტრანზიტორებისა და საკუთარი ინტერნეტმაუწყებლიობის იდენტური საეთერო ბადით“, -აღნიშნულია myvideo.ge-ს საზმაუს ჩართვის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი მაუწყებელი myvideo.ge-ზე მაუწყებლის არხების ტრანსლირების შეწყვეტას ითხოვდა. მისი განმარტებით, ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას საკუთარ პლატფორმებზე (ტელევიზია, ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია) მხოლოდ ის ფლობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics