14:34 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 10:45:12, 683 ნახვა

საზოგადოება
რწყვის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის - შპს „საქართველოს მელიორაცია“ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

რწყვის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „საქართველოს მელიორაცია“  მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნა შტაბი, რომელიც  ქვეყნის მასშტაბით რწყვის პროცესს კოორდინაციას გაუწევს. შტაბში თავს მოიყრის სრული ინფორმაცია რეგიონებიდან, რომლის დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ოპერატიულად გადაწყდება სარწყავი წყლის განაწილებისა და მისი ეფექტიანი მოხმარების საკითხები.

ცხელი ხაზის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რწყვის პროცესის მიმდინარეობაზე მისთვის სასურველი ინფორმაცია მიიღოს. ასევე, წყლის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, კომპანიას შეატყობინონ მორწყვასთან დაკავშირებით  წარმოქმნილი პრობლემების შესახებ. შეტყობინების საფუძველზე სპეციალისტთა ჯგუფები უმოკლეს ვადაში მოახდენენ რეაგირებას.

ცხელი ხაზის ნომერია: 15 01

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics