14:34 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 12:22:28, 1135 ნახვა

საზოგადოება
მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოსო ლაღიძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.

სოსო ლაღიძე 1936 წლის 21 იანვარს, სამტრედიაში დაიბადა.

1959 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. გადაღებულია 25-მდე ფილმში, მათ შორის: "საბუდარელი ჭაბუკი" (ვალიკო, 1957), "სხვისი შვილები" (გურამი, 1958), "გლახის ნაანმობი" (სანდრო, 1959), "ლონდრე" (გაბრიელი, 1966), "ყვარყვარე" (პავლე, 1978), "მარადისობის კანონი" (მერაბი, 1982), "მაგრამ რა მერე?" (დათიკო, 1997), "დარჩი ჩემთან" (2011) და სხვა.

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ლაპჩენკო (ა. არბუზოვი, "ისინი შეხვდნენ ერთმანეთს", რეჟისორი მ. თუმანიშვილი), ვეფხია ხალიბაური (კ. ბუაჩიძე "ამბავი სიყვარულისა", რეჟისორი მ. თუმანიშვილი, ლადო (გ. ნახუცრიშვილი, "ფიროსმანი", რეჟისორი დ. ალექსიძე), უფლისწული (სულხან-საბა ორბელიანი, "სიბრძნე სიცრუისა", რეჟსორი ნ. ხატისკაცი), ზაზა ნაკაშიძე (ნ. დუმბაძე, "საბრალდებო დასკვნა", რეჟისორი რ. სტურუა), გოგი (ბ. ბრეხტი, "კავკასიური ცარცის წრე", რეჟისორი რ. სტურუა) და სხვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics