14:34 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 11:32:18, 1095 ნახვა

საზოგადოება
სფეისი ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური გამოცემების ყურადღების ქვეშ მოექცა

ორი თვის წინ ქართულ ყოველდღიურ საბანკო ბაზარზე პირველი სრულად ციფრული ბანკი, სფეისი გამოჩნდა  -  ბანკი ფილიალებისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც მხოლოდ მობილურ ტელეფონში არსებობს აპლიკაციის სახით.

სიახლით უკვე დაინტერესდა საერთაშორისო მედია, მათ შორის ისეთი გავლენიანი გამოცემები ბანკინგისა და ფინანსების სფეროში, როგორებიცაა - Efma.com და Finextra.com.

უცხოური მედიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში საუბარია საქართველოში პირველი ნეობანკის ინოვაციურ მიდგომებზე, ტექნოლოგიებსა და პროდუქტებზე.  ასევე იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს სფეისი ყოველდღიური ქართული საბანკო სერვისების ინდუსტრიაზე.

„ჩვენ ვგრძნობდით, რომ ყოველდღიური ბანკინგი შეიძლება ყოფილიყო უკეთესი. რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ თუ ტრადიციული ბანკური მიდგომების ჩარჩოებიდან და ძველი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან გამოვიდოდით, შეგვეძლო ძალიან მოკლე ვადებში შეგვექმნა საქართველოში ახალი ტიპის ნეო ბანკი, რომელიც უკეთესად უპასუხებდა თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებსა და მიზნებს",  -ამბობს სფეისის პროექტის მენეჯერი, ლაშა გურგენიძე.

სფეისი 2018 წლის მაისში გაეშვა და ამ დროისთვის აპლიკაცია 100,000-ზე მეტჯერ არის გადმოწერილი.

სფეისის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს - https://space.ge/ ან ფეისბუქის გვერდს  - https://www.facebook.com/spaceneobank/.

საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიები შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:

Efma.com

Finextra.com

Globalbankingfinance.com

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics