|
2018-07-13 20:08:27, 745 ნახვა
კომენტარი
ქობულია: გვინდა მოსახლეობის მეტი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში
„ჩვენ გვინდა მოსახლეობის მეტი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში. ისინი უფრო მეტად უნდა დასაქმდნენ და მიიღონ შემოსავალი. ამდენად, ჩვენმხარი უნდა დავუჭიროთ მხოლოდ ზრდაზე ორიენტირებულ პროექტებს", - ამის განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ ახალი სამთავრობო გუნდის საპარლამენტო განხილვების დროს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საუბარია მრავალ ასპექტზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყობს ბიზნესისადა ეკონომიკის ზრდას, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოთა სტიმულირების მიმართულებით. გიორგი ქობულიას განცხადებით, ახალი მთავრობაორიენტირებული იქნება არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე, არამედ უშუალოდ ამ ზრდის პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე. „მე ჩართული ვიყავი მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე მსხვილ პროექტში, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების ზრდის პროგრამებისდანერგვასა და შემუშავებას შეეხებოდა. სავსებით შესაძლებელია, ასეთი პროექტებით საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება და ეფექტიანიგადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ გვინდა ქარხნები და აგროკომპლექსები საქართველოში სწორედ ინვესტორებმა ააშენონ და არა მთავრობამ, რომელმაცმსგავს პროექტებს მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)