01:38 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 18:11:35, 1067 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: გადახდისუუნარობის რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, რომელიც სჭირდება ბიზნეს გარემოს

გადახდისუუნარობის რეფორმა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ძალიან სჭირდება ბიზნეს გარემოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, გადახდისუუნარობის კანონის მიღება დაჩქარდება.

"კარგია, რომ კომპანიის დაფუძნებას საქართველოში ძალიან ცოტა დრო სჭირდება, თუმცა  ასევე მნიშვნელოვანია გაკოტრების შემთხვევაში დროულად მოხდეს გადახდისუუნარობის პროცესების დაწყება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და ვგეგმავ ამ მიმართულებით პროცესის დაჩქარებას.  ჩვენ ძალიან დიდი ხანია თავს ვიწონებთ იმით, როგორ მარტივად ვაფუძნებთ კომპანიებს  საქართველოში, ეს დაახლოებით  40 წუთშია შესაძლებელი, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია რამდენად შეუძლია არაეფექტურ ერთეულს  მეორად ბაზარზე გადასვლა.  სწორედ  ამ კანონის არარსებობის გამო, უამრავი ეკონომიკური პოტენციალის მქონე აქტივი არის გაჩერებული იმ მიზეზით, რომ  ტერმინი „გაკოტრება" არ მოგვწონს", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics