|
2018-07-13 12:05:39, 878 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს - იცნობთ ივანიშვილს ან ბახტაძეს? საიდან მოხვდით აქ?
„ამ დარბაზში თქვენ არავინ გიცნობთ, არც ოპოციზია, არც უმრავლესობა და საერთოდ, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში არავინ გიცნობთ“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრობის კანდიდატ გიორგი ქობულიას, რომელსაც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ. გოცირიძე დაინტერესდა, იცნობს თუ არა ქობულია ბიძინა ივანიშვილს და ჰქონია თუ არა შეხება მის ბიზნეს საქმიანობასთან. „თქვენ დღეიდან იქნებით პოლიტიკური ფიგურა. საკონსულატაციო სფეროდან გადადიხართ პოლიტიკურში და ხდებით ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ფიგურა საქართველოს ცხოვრებაში. როდესაც პოლიტიკოსებს ნიშნავენ, ძალიან ადვილია, კარგად ვიცნობთ, ვიცით რა შეუძლიათ ცუდი და კარგი, მოხარშულად ვიცნობთ ასე ვთქვათ. თქვენი არაფერი ვიცით. ვინ მოგძებნათ თქვენ? საიდან გაჩნდა თქვენი კანდიდატურა? ვინ არის საქართველოში ის ადამიანი, რომელიც თქვენ გიცნობთ და რომელსაც ჩვენ უნდა ვენდოთ. იცნობთ თუ არა ბატონ ბიძინა ივანიშვილს? გქონიათ თუ არა მასთან ან მის ბიზნეს გარემოსთან რაიმე შეხება? თქვენ რუსეთში ძირითადად მუშაობდით გაზისა და ნავთობის სექტორში და კონსულტირებდით ამ მიმართულებით როგორც ვიცით. იცნობთ თუ არა პრემიერ-მინისტრს, რომელიც ან ნაცნობობით ან ვიღაცის რეკომენდაციით მოვიდა თქვენთან. საიდან მოხვდით აქ?“, - მიმართა გოცირიძემ გიორგი ქობულიას.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)