14:36 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 11:18:02, 2267 ნახვა

საზოგადოება
რას სთავაზობს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აბიტურიენტებს

იურისტობა რთული, მაგრამ საინტერესო გამოწვევებით სავსე პროფესიაა. სწავლის პროცესი ხანგრძლივი და რუტინულია. თუმცა, იმ უპირატესობებიდან გამომდინარე, რაც ამ პროფესიის მქონე პირს თან ახლავს, ღირს ამ რთულ გზაზე დადგომა.
საქართველოს უნივერსიტეტში სამართლის სამივე - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა ოპერირებს. ვითვალისწინებთ რა, ბაზარზე არსებულ მოთხოვნას და ამ პროგრამების მრავალრიცხოვნებას, ვცდილობთ, რომ ჩვენი სწავლების პროცესი იყოს სრულად ინოვაციური. ეს იმაში გამოიხატება, რომ დიდი ადგილი უჭირავს იმიტირებულ შესრულებებს, საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობას და პრაქტიკული უნარების მიღებას.
საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა სრულად ინგლისურენოვანია და ამ მხრივ უნიკალურია საქართველოს ბაზარზე. ყოველწლიურად, ყველა პროგრამისთვის ვაცხადებთ სრული დაფინანსების შესაძლებლობებს.
ჩვენი ლექტორების უმრავლესობას უმაღლესი განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, კანადაში, ბრიტანეთსა და დასავლეთ ევროპაში, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სწავლის მეთოდები, აქცენტი კეთდება ინტერაქტიულ ლექციებზე, სადაც სტუდენტები აქტიურაც არიან ჩართულები, ასევე კონკრეტული შემთხვევების შესწავლის მეთოდზე, რაც მოიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს.

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროგრამების უპირატესობებია:
განსხვავებული და არჩევითი საგნებით მდიდარი კურიკულუმი;
სწავლება ინოვაციური სწავლების მეთოდები;
მრავალ საერთაშორისო შეჯიბრში სრული დაფინანსებით მონაწილეობის შესაძლებლობა;
სამართლებრივი ინგლისური ენის საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამით (TOLES – test for legal English skills) შესწავლა;
პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღება ჩვენს ბაზაზე არსებულ იურიდიულ კლინიკაში.

ჩვენი კურსდამთავრებულების 93% დასაქმებულია და მათი უმრავლესობა მეორე კურსიდანვე იღებს სამუშაო შეთავაზებებს.
მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს:
https://www.ug.edu.ge/

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics