|
2018-07-12 18:23:11, 783 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც რუსეთისგან მოდის, საერთო ძალისხმევაა საჭირო
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. როგორც მარგველაშვილმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საფრთხის გასანეიტრალებლად საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევაა საჭირო. პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე მან საქართველოს ალიანსში გაწევრიანების დაჩქარება მოითხოვა. „რა არის მნიშვნელოვანი ამ დეკლარაციაში: პირველი, ეს არის ის, რომ აღიარებულია 29 ქვეყნის მიერ, ნატო-ს ყველა ქვეყნის მიერ ის, რომ რუსეთი არის აგრესორი და მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. მითითებულია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. რუსეთი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის და საჭიროა, საერთო ძალისხმევა ამ საფრთხის გასანეიტრალებლად. ამ რეალობის აღიარების პარალელურად არის ნათლად განსაზღვრული რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და მესამე მომენტი, მანამ სანამ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, საქართველოსთვის მხარდაჭერის და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების პროცესზე თანხმდებიან ნატო-ს შემადგენელი ქვეყნის ლიდერები,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)