|
2018-07-12 18:07:30, 812 ნახვა
კომენტარი
სტოლტენბერგი: შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, რათა საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს
"შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, რათა საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს", - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-ს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელებს. „საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებთან განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი წუხილი, რომელიც ეხება რუსეთის მხრიდან სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საფრთხეს. დღეს შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, რათა საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს. ასევე გავაძლიერებთ მხარდაჭერასა და დახმარებას კრიზისების მართვაში, წვრთნასა და სამხედრო მომზადებაში. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით და ვაფასებთ ქვეყნის მთავარ წვლილს ავღანეთის მისიაში. ჩვენ ვრჩებით ადრინდელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება უკრაინის მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი. ველით პროგრესს უკრაინაში რეფორმების მიმართულებით და გავაგრძელებთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებას, რადგან ქვეყანა აქტიური კონფლიქტის წინაშეა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)