17:42 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 17:16:03, 527 ნახვა

რეგიონი
კოოპერატივმა „თაფლი საჩინომ“ ჭუბერში დაზარალებულ მეფუტკრეებს სკები გადასცა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „თაფლი საჩინომ“ ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მეფუტკრეებს 30 სკა ფუტკრის ოჯახებით საჩუქრად გადასცა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „თაფლი საჩინო“  მეორე დონის კოოპერატივია, რომელშიც მეფუტკრეობის დარგის 5  კოოპერატივი „ვაშლარა“ „ორე ეტ ლაბორა“  „ლოცვა და შრომა“ „ისრითი“ „ზეკარი“  არის გაერთიანებული. ჯამში ამ კოოპერატივებში გაერთიანებულია 76 მეფუტკრე.    
2017 წელს კოოპერატივ “თაფლი საჩინოს„  სამთაბაროდ გადაყვანილი 1000-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი ადიდებულმა რიონმა გაუნადგურა,  სახელმწიფო დახმარებითა და სხვადასხვა  პროგრამებში ჩართულობით კოოპერატივმა  მეურნეობის აღდგენა შეძლო.

„სწორედ კოოპერაციამ,   მისცა შესაძლებლობა კოოპერატივ “თაფლი საჩინოს“  წევრებს ერთობლივი ძალებით გამკლავებოდნენ სტიქიას და აღდგინათ მეურნეობა.  სახელმწიფო  პროგრამებში ჩართულობით კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ მძლავრ სუბიექტად ჩამოყალიბდა, რომელსაც აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და უნარი დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულ მეფუტკრეებს",- განაცხადა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics