13:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 17:43:27, 839 ნახვა

საზოგადოება
მიტროპოლიტი გრიგოლი მზადყოფნას გამოთქვამს ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულოს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი მზადყოფნას გამოთქვამს. ე.წ. მატროვის ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულოს, - ამის შესახებ ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, მამა გიორგი მამალაძე მღვდელმთავრებთან შეხვედრას ითხოვს, რის შესახებ მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

"მიმდინარე წლის 10 ივნისს პატიმრობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, ბატონმა მიხეილ რამიშვილმა, გაავრცელა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის განცხადება, რომლის თანახმადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ითხოვს მღვდელმთავრებთან შეხვედრას დ ამზადყოფნას გამოთქვამს, რომ პასუხი გასცეს ნებისმიერ კითხვას, რაც კი მის მიმართ არსებობს და დღემდე პასუხგაუცემელია. ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს განსაკუთრებით სურს მეუფე გრიგოლთან შეხვედრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ფოთისა და ხობისმიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი ითვალისწინებს პატიმრობაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის თხოვნას და მზაობას გამოთქვამს, უახლოეს დღეებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულოს მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე და მოისმინოს მისგან ის დამატებითი ინფორმაცია, რაც (პატიმრის სიტყვის მიხედვით) დღემდე პასუხგაუცემელია.

იმის გამო, რომ ამ საქმისადმი საზოგადოებაში არსებობს მაღალი ინტერესი, პატიმართან შეხვედრის შემდეგ, მეუფე გრიგოლი პასუხს გასცემს საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს, როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან (თუ ეს თვით მამა გიორგის სურვილი იქნება), ასევე, საზოგადოდ, ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics