|
2018-07-11 17:32:50, 1722 ნახვა
მსოფლიო
მერკელი ტრამპს: გერმანიის ნაწილზე საბჭოთა კავშირის კონტროლი საკუთარ თავზე გამოვცადე
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოფიციალური ბერლინი ვაშინგტონის ინტერესების დაცვას აგრძელებს. ინფორმაციას Kommersant.ru ავრცელებს. როგორც მერკელმა აღნიშნა, გერმანია არის დამოუკიდებელი ქვეყანა და გადაწყვეტილებებს თავად იღებს. "გერმანიის ნაწილზე საბჭოთა კავშირის კონტროლი საკუთარ თავზე გამოვცადე. ძალიან მიხარია, რომ დღეს გერმანია არის გაერთიანებული და თავისუფალი სახელმწიფო. შემიძლია ვთქვა, რომ ვაწარმოებთ დამოუკიდებელ პოლიტიკას და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად ვიღებთ. ნატო-ში გერმანიის ჯარი არის სიდიდიდ მეორე. ამასთან, ოფიციალურმა ბერლინმა ალიანსს საკუთარი ძალების საკმაოდ დიდი ნაწილი შესთავაზა, გარდა ამისა, ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით ტანამშრომლობას ვაგრძელებთ და მათ შორის ამერიკის ინტერესებსაც ვიცავთ", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა მოსკოვთან ენერგეტიკული შეთანხმების გამო ბერლინი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთმა გერმანია მძევლად აიყვანა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)