05:59 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 09:38:31, 366 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში ფოტოგამოფენა მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში გენდერის თემაზე ფოტოგამოფენა მოინახულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროს სტენდთან ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი მარიეტ შურმანი შეხვდა. ფოტოგამოფენა ნატოს შტაბ-ბინაში სწორედ მისი ინიციატივით გაიმართა. საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქალების როლს უსარფრთხოების სექტორში და შეთანხმდნენ, რომ მომავალში ინტენსურად ითანამშრომლებენ.

გამოფენა „გენდერული ინტეგრაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენდერის პერსპექტივების კომიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში 28 მაისს გაიხსნა. სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის თემაზე გადაღებული ფოტოების დათვალიერება ერთი კვირის განმავლობაში შეუძლიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics