13:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 16:49:27, 624 ნახვა

საზოგადოება
ბალანჩივაძის და პეტრიწის ქუჩებზე სკვერები მოეწყო

ბალანჩივაძის ქუჩის N5-სა და დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სკვერებში საბავშვო გასართობი მოედნები მოეწყო, სადაც  სხვადასხვა ატრაქციონები განთავსდა. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა დამონტაჟდა და ტერიტორიები ღობით შემოიფარგლა.

პეტრიწის ქ. N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში მოსახლეობისთვის ფიტნეს ზონაც განთავსდა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა. აღნიშნულ მისამართზე ამ დროისთვის, სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მოედანზე ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება და ყველა საჭირო ინვენტარი განახლდება.

დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დასასვენებლი სივრცე მოაწყოს და ცხოვრების ჯანსაღის წესის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. ამ ეტაპზე, რაიონში ოთხი სკვერისა და ხუთი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სკვერის პროექტები კომპანია „გრინსერვის+“-მა განახორციელა. ორივე პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან  135 685 ლარით დაფინანსდა. სპორტული მოედნის სამუშაოებს კი, გამგეობის დაკვეთით,  შპს „დოკასპორტი“ ახორციელებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics