|
2015-06-01 18:44:18, 768 ნახვა
ეკონომიკა
საფოსტო ბაზრის განვითარების გეგმაზე მუშაობა დასრულდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მსოფლიო საფოსტო კავშირის, ევროპისა და თანამეგობრობის ქვეყნების პროექტის კოორდინატორს, იური სპირევს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს საფოსტო ბაზრის განვითარების გეგმა განიხილეს, რომელიც გაეროს მსოფლიო საფოსტო კავშირის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საფოსტო ბაზრის განვითარების გეგმა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად გადაეგზავნება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო საფოსტო კავშირის წარმომადგენლის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კონსულტაციები მთავრობის წარმომადგენლებთან და მსოფლიო საფოსტო კავშირის ინტეგრირებული საფოსტო რეფორმების განვითარების პროექტის განხილვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საფოსტო საფოსტო სფეროს რეფორმირებასა და განვითარებას. შეხვედრებზე ასევე განხილული იქნება სამოქმედო გეგმა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება. მსოფლიო საფოსტო კავშირის წარმომადგენელი ინტეგრირებული საფოსტო რეფორმებისა და განვითარების გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობას საფოსტო სფეროს რეფორმირების 5 წლიან სამოქმედო გეგმას წარუდგენს. ცნობისთვის, IPDP-ს მუშაობის მეთოდი მსოფლიო საფოსტო კავშირის რამდენიმე კონგრესის მიერაა დამტკიცებული. IPDP-ს მიზანია საფოსტო სექტორში არსებული ვითარების სრული ანალიზის გაკეთება მსოფლიო საფოსტო ინდუსტრიაში არსებულ საუკეთესო პრაქტიკასთან და გამოცდილებასთან მიმართებაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)