16:33 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 20:33:33, 669 ნახვა

რეგიონი
სპეცტექნიკამ ჭუბერამდე მისასვლელი ახალი შემოვლითი გზა გაჭრა

ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. სპეცტექნიკამ დღეს სოფლამდე მისასვლელი ახალი შემოვლითი გზა გაჭრა.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, ამ გზით სოფელში მძიმე ტექნიკის შეყვანა გახდება შესაძელებლი.

 „ეს ალტერნატიული გზა, რომლითაც შესაძლებელია სოფელში მძიმე ტექნიკის შეყვანა. კარგად იცით, რომ მარცხენა სანაპიროზე ვერ შეგვყავს ამ წუთში მძიმე ტექნიკა და ეს გზა მოგვცემს საშუალებას, რომ შევიყვანოთ მძიმე ტექნიკა იმისთვის, რომ სასწრაფოდ დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება უჭირთ“, - განუცხადა სუბარმა „რუსთავი 2“-ს.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების და გზების დაზიანება. წყალმა საცხოვრებელი სახლებიც დატბორა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics