|
2018-07-06 16:01:21, 733 ნახვა
საზოგადოება
პროგრამა TAIEX-ის ექსპერტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ეწვივნენ
ევროკავშირის ექსპერტები, იტალიის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ეკონომიკის საბჭოს წარმომადგენელები ელიგიო მულუსია და პეტრა ენგელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ნოდარ ხატიაშვილს შეხვდნენ და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს აქვს ვალდებულება აწარმოოს სერტიფიცირებული და ჯანსაღი სათესლე მასალა. შესაბამისად, პროექტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ჩვენს ქვეყანაში სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროცესში - განაცხადა იური ნოზაძემ. ექსპერტებმა, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებისთვის და სანერგეების წარმომადგენლებისთვის სემინარი „სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა საქართველოში“ ჩაატარეს. სემინარზე ხეხილოვანი კულტურების სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცედურების და სტანდარტების, კატეგორიების, ჯიშების რეგისტრაციის, საველე ინსპექტირების, ეტიკეტირების, მონაცემთა შეგროვების საკითხები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2017 წლიდან სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევთი ცენტრი უფასოდ ახორციელებს.
(NS)
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)