|
2018-07-06 14:14:36, 873 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - ტყის უსისტემო ჭრამ ამ ყველაფერს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, აუცილებლად მივხედავთ
„ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხს აუცილებლად მივხედავთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც ჭუბერში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. „მინდა აღვნიშნო, რომ პირველადი შეფასებით რა თქმა უნდა ჭარბა ნალექმა გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხს აუცილებლად მივხედავთ. ტყის უსისტემო ჩეხვა არ შეიძლება“, - აღნიშნა ბახტაძემ. პრემიერის განცხადებით, იმ ტერიტორიებიდან, სადაც საფრთხე არსებობს, მოსახლეობა ევაკუირებულია. მისივე თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშოები, რათა მდინარემ გზის უფრო მეტად გამორეცხვა არ მოახდინოს. „წყლის დონე არ არის დაწეული, აქედან გამომდინარე საგანგებო შტაბში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ის სახლები, რომელსაც ემუქრება საფრთხე, არის დაცლილი. მოსახლეობას ვეხმარებით, რომ გამოიტანონ თავიანთი ნივთები. უშუალოდ კაპიტალური შეკეთება გზის ვერ დავიწყეთ იმის გამო, რომ წყლის დონე არ იკლებს. ვცდილობთ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ის, რომ მდინარემ არ მოახდინოს გზის უფრო მეტად გამორეცხვა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ევაკუაცია მოვახდინეთ იმ ადამიანების, ვისაც ემუქრებოდა საფრთხე. რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ უახლოესი საათების განმავლობაში. ვეტმფრენი მორიგეობს, ვითარებას ვაკონტროლებთ მუდმივ რეჟიმში, რათა წყლის დონის მომატების შემთხვევაში მივიღოთ დამატებითი ღონისძიებები. ამ ეტაპზე ეს რისკები არ არსებობს. ცნობისთვის, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა, უხვმა ნალექმა ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ღვარცოდფის სალიკვიდაციოდ მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)