|
2018-07-05 17:54:46, 614 ნახვა
რეგიონი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჭუბერში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა, სადაც ადგილზე გაეცნობიან მდინარე ნენსკრაზე მიმდინარე სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებს და გასცემენ რეკომენდაციებს შემდგომი რეაგირებისათვის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, ღამის საათებში, მდინარე ნენსკრას აუზში, სავარაუდოდ, უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად ადიდდა მდინარე ნენსკრა, რამაც გამოიწვია ღვარცოფული პროცესების განვითარება. სააგენტოს ცნობით, 5 - 8 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება; დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება მოხდეს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)