|
2018-07-02 20:38:47, 613 ნახვა
რეგიონი
„საქართველო ტერორისტულ აქტებს აწყობდა“ - ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ცინიკური უწოდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას" ეხმაურება. როგორც ე.წ. უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ქართული მხარე ტატუნაშვილის სიკვდილს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს. "მხედველობაში, რომ მივიღოთ ის მუდმივი არასტაბილური შიდაპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც საქართველოში ბოლო დროის განმავლობაში გააქტიურდა, გამოდის დასკვნა, რომ თბილისმა გადაწყვიტა გამოიყენოს საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ყველა შესაძლო პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად. განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ეს ხდება ქვეყანაში, რომელმაც 1989-დან 1992 წლამდე 100 ათასობით ოსი გააძევა საკუთარი ტერიტორიიდან და წლების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტებს აწყობდა. ოთხოზორია ტატუნაშვილის სია იმას ადასტურებს, რომ საქართველო ვერ გრძნობს საკუთარ დანაშაულს მეზობელი სახელმწიფოების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინაშე. ეს რეზოლუცია ცუდად აისახება ჟენევის მოლაპარაკებებზე. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთი იტოვებს უფლებას შესაბამისი ზომები გამოიყენოს საქართველოს მოქალაქეების კონრეტული კატეგორიის წინააღმდეგ. გვსურს, რომ "ევროპული ტიპის საქართველოში" გაიაზრონ, რომ სამართლიანობა აუცილებელია და ისინი იპოვიან ყველა დამნაშავეს, რომლებმაც ოსების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს", - ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)