|
2015-06-01 13:19:02, 376 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ფიჯის კუნძულებზეც იზეიმეს
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იზეიმეს. ავსტრალიაში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღე ქ. სუვაში (ფიჯი) აღნიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ პარლამენტისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ფიჯიზე აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მიღება იყო მცირე გამონაკლისთაგანი, როცა წარმოდგენილნი იყვნენ ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მთავრობის მოქმედი მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი. მიღების ფარგლებში, მოეწყო ქართული კუთხე ეროვნულ მოტივებზე შექმნილი სუვენირებით, ტანისამოსით და ტურისტული ბროშურებით. ასევე ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლები და ფოტოკოლაჟი საქართველოს შესახებ. მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაც მიეცათ. მიღება აქტიურად გაშუქდა ადგილობრივი მედიით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)