|
2018-06-27 15:03:20, 629 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - მინისტრების გვარებს ყველა თქვენგანი შეიტყობს მაშინ, როდესაც პარლამენტში წარვდგებით
„მინისტრების გვარებს ყველა თქვენგანი შეიტყობს მაშინ, როდესაც პარლამენტში წარვდგებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო სტრუქტურული ცვლილებების განხილვა მოკლე ვადაში დასრულდება. „ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები სამინისტროების რაოდენობაზე ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და გადავუგზავნეთ პარლამენტს განსახილველად. იმედი გვაქვს, ეს პროცედურა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდება და საშუალება მომეცემა, პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარვდგე ახალი, განახლებული სამთავრობო გუნდით. რაც შეეხება გვარებს, გვარებს ყველა თქვენგანი შეიტყობს მაშინ, როდესაც ჩვენ წარვდგებით პარლამენტში. ვფიქრობ, გვარებზე დღეს საუბარი ჩემი მხრიდან არაკორექტული და ერაეთიკური იქნება. პარლამენტში ჩვენ წარვდგებით განახლებული სამთავრობო გუნდით და პირველ რიგში თქვენ, მედია და თქვენი მეშეობით საზოგადოება შეიტყობს ამის შესახებ“, - განაცხადა ბახტაძემ. რაც შეეხება მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრის, მათ შორის თეა წულუკიანის არ გამოცხადებას, ბახტაძემ განმარტა, რომ მინისტრების ნაწილი მივლინებაში ან შვებულებაში იყო. „მინისტრების გარკვეული ნაწილი იყო მივლინებაში ან შვებულებაში, აქედან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანი ვერ დაესწრო მთავრობის გუშინდელ სხდომას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)