|
2018-06-27 10:01:22, 787 ნახვა
კომენტარი
სოფო კილაძე: სახალხო დამცველის ოფისის მუშაობის შეწყვეტა ყოვლად დაუშვებელია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სახალხო დამცველის მიერ მუშაობის შეწყვეტის ფაქტს ეხმაურება. კილაძე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ომბუდმსენის ოფისისთვის შესაბამისი ფართის გამოყოფა. „მინდა გამოვეხმაურო სახალხო დამცველის მიერ მუშაობის შეწყვეტის ფაქტს შენობის ავარიული მდგომარეობის გამო. სახალხო დამცველი არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით საქართველოში. ყოვლად დაუშვებელია ოფისის მუშაობის შეწყვეტა. მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სახალხო დამცველის ოფისისთვის შესაბამისი ფართის გამოყოფა, იმისთვის, რომ მან შეძლოს გააგრძელოს ადამიანის უფლებების დაცვა შესაბამისი მაღალი სტანდარტით", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სამუშაო პროცესი დროებით შეაჩერა. აღნიშნულის მიზეზი შენობის ავარიულობაა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)